Sunday, April 30, 2017
მერვე დღე
დღეს გეგმის შაბლონში შევავსე დიფერენცირებული სწავლების ,წინარე ცოდნის და სასწავლო პროცედურების გრაფები.ჩავინიშნე საშინაო დავალება__ გეგმის გრაფა / სასწავლო პროცედურებში/ სრულად იქნება გაწერილი მთელი პროექტი.
Saturday, April 29, 2017
მეშვიდე დღე
შევავსეთ შეფასების მოკლე მონახაზი და შეფასების დროის ჩარჩო. მადლობა დღევანდელი დღისთვის.ჩავინიშნე საშნაო დავალება.💓
Sunday, April 23, 2017
მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღე. ნაყოფიერად ჩაიარა დღევანდელმა მუშაობამ.დავასრულე ბუკლეტის დამუშავება , შევურჩიე დიზაინი. ვისწავლე როგორ შევქმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი . ჩავინიშნე საშინაო დავალება.
Saturday, April 22, 2017
ტრენინგის მეხუთე დღე. გაკვეთილის გეგმაში შევიტანე პროექტათ დაკავშირებული ზოგადი ,თემატური და შინაარსობრივი კითხვები .ვისწავლე საავტორო უფლებების დაცვა ,როგორ უნდა იქნას იგი გამოყენებული და გადმოწერილი პროექტის შაბლონში. ვისწავლე ფლაიერის შაბლონის გადმოწერა და შექმნა. მისი კრიტერიუმებად დახარისხება.მადლობა დღევადელი საინტერესო ტრენინგისთვის.
Sunday, April 9, 2017
ტრენინგის მეოთხე დღე. მოხდა პროექტის მიზნების დასახვა და განზოგადება. პროექტიდან გამომდინარე დავსვით 10 კითხვა. გამოვყავით 3 ფართო მნიშვნელობის კითხვები ,დავახარისხეთ თემატურად და შინაარსობრივად. მოგვეცა დავალება ,რითაც უფრო დავხვეწავ და მოვარგებ ჩემი პროექტის შალონს.აქ მუშაობით განისაზღვრა პროექტის მაშტაბურობა. დიდი მადლობა საინტერესო დღისთვის.
Saturday, April 8, 2017
ტრენინგის მესამე დღე
სამი ტრენინგის განმავლობაში გავეცანი პროექტის შექმნის სტრუქტურას. შევარჩიე თემა,ვისწავლე პროექტის შაბლონის გადმოწერა,დავარქვი სახელი და შევავსე ნაწილობრივ ესგ სტანდარტის მიხედვით და შევიტანე საქაღალდეში. გავეცანი თუ როგორ განვსაზღვრო და დავგეგმო პროექტი ეფექტურად და საფუძვლიანად.
Subscribe to:
Posts (Atom)